შესვლა

ან

ტურისტული მარშრუტები

აღწერა

დადიანები, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარის, სამეგრელოს მმართველი ფეოდალები იყვნენ XII საუკუნიდან XIX საუკუნემდე. სამეგრელოს გარდა გარკვეულ პერიოდში მათ ასევე ეჭირათ დღევანდელი აფხაზეთის, იმერეთის, გურიისა და სვანეთის ტერიტორიებიც. საქართველოს ამ ერთ-ერთი უძლიერესი დინასტიის წარმომადგენლებმა მრავალი სასახლე, ციხე-სიმაგრე და ეკლესია-მონასტერი ააგეს, რომლებიც დღეს სამეგრელოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

წინამდებარე ტური, დადიანების სახელთან დაკავშირებული 15 იმ ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლის დათვალიერებას მოიცავს, რომლებიც სამეგრელოში დღემდეა შემორჩენილი. ყველა ეს ლოკაცია ადვილად მისასვლელი და აღმოსაჩენია.


ტური მოიცავს შემდეგი 15 ისტორიული ლოკაციის დათვალიერებას:


დადიანების მთავარი სასახლე და მუზეუმი ზუგდიდში (1)

დადიანების მიერ გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი (2) 

ცაიშის მონასტერი - დადიანთა საგვარეულო საძვალე (3)

 ხობის მონასტერი - ცოტნე დადიანის გმირობის ამბავი (4)

შხეფის ციხე - ტექნიკური ღირებულებებით გამორჩეული დადიანთა მიერ აგებული ციხე-სიმაგრე (5)

ლევან II დადიანის მიერ აგებული ეკლესია ძველ სენაკში (6)

დადიანების რეზიდენცია ანტიკური ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე ნოქალაქევში (7)

ჭყონდიდის მონასტერი - დადიანების მიერ განახლებული უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ძეგლი (8)

დადიანების ნაქონი მხატვრული ღირებულებით გამორჩეული ნივთები მარტვილის მუზეუმში (9)

დადიანების საბანაო (10)

დადიანების საზაფხულო რეზიდენცია (11)

ჭაქვინჯის ციხე - სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დაბადების ადგილი (12)

წალენჯიხის მონასტერი - ლევან II დადიანის ეკვდერი (13)

კორცხელის ტაძარი - დადიანების ევროპული პოლიტიკა (14)

დადიანების სანადირო რეზიდენცია (15)

მარშრუტის დეტალები

  • ხანგრძლივობა: 2 დღე
  • მანძილი: 200 კმ.
  • სირთულე: ადვილი
  • სეზონი: summer
  • აღჭურვილობა: მსუბუქი

პარტნიორები