შესვლა

ან

საოჯახო მარანი - ,,ოდა"

საოჯახო მარანი - ,,ოდა“ მდებარეობს მარტვილის კანიონთან. გამწვანებულ, ლამაზ ეზოში დაგხვდებათ ტრადიციული მეგრული ოდის კლასიკური ნიმუში, პატარა ფაცხა და ეთნოგრაფიული ღირებულების მქონე მრავალი ავთენტური ნივთი. გაგიმასპინძლდებიან საოჯახო მარნის გამორჩეული ღვინითა და საოჯახო რესტორანში დამზადებული ტრადიციული კერძებით. ასევე შეძლებთ იქვე დარგული ხე-ხილის ნაყოფის დაგემოვნებას. გარემოს განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს ეზოში ჩამომავალი ნაკადული.

თუ თქვენ ეძებთ საოჯახო, შინაურ გარემოს და დაინტერესებული ხართ ეთნო ტურიზმით, ეს სწორედ ის ადგილია, რომელიც თქვენ გჭირდებათ!

პარტნიორები