შესვლა

ან

ლაშას ეთნო-სახლი მარტვილში

მარტვილიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ნაჯახაოში შეხვდებით ულამაზეს ადგილს - ლაშას ეთნო-სახლს, სადაც შეიგრძნობთ ტრადიციულ მეგრულ, ატმოსფეროს და მიიღებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს. აქ დაგხვდებათ კოხტა, მოვლილი, მყუდრო, გამწვანებული ეზო, კლასიკური მეგრული ოდა, ჯარგვალი, ძველებური ფაცხა, ეთნო-გარემოსთვის დამახასიათებელი ყველა დეტალი შეგიქმნით მყუდრო, კომფორტულ და ავთენტურ გარემოს.

გაგიმასპინძლდებიან გემრიელი, ტრადიციული კერძებით, რომელიც დამზადდება ამავე ეზოში მოყვანილი ნატურალური პროდუქტებისგან.

ლაშას ეთნო-სახლი გასტრო და ეთნო ტურიზმის შესანიშნავი ნაზავია.

პარტნიორები