შესვლა

ან

კულტურული მემკვიდრეობა

მდებარეობს მარტვილის რაიონში , სოფელს ნოღაში. იგი განლაგებულია სოფლის ყველაზე შემაღლებულ ადგილას, მოსწორებულ გორაკზე. სოფლის მცხოვრებლების ციხეს ,, ჯიხას“ (მეგრულად) ან ,, ნოღასჯიხას“ უწოდებდნენ.

 ქვითკირით მყარად ნაგები ციხე ოთხი კოშკითაა აღჭურვილი და ელიფსური ფორმის ორმაგი გალავნით  არის შემოზღუდული. ციხის საშენ მასალად სხვადსხვა ზომის  და სახეობის ქვებია გამოყენებული. კომპლექსის აღდგენის სამუშაოების პირველი ეტაპი 2015 წელს დაიწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე გალავანს, გადაიხურა კოშკები. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე  ეტაპი განახლდება 2019 წელს. კომპლექს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

პარტნიორები