შესვლა

ან

კულტურული მემკვიდრეობა

XVIII საუკუნეში ბანძა დასავლეთ საქართველოში დაწინაურებული კერა იყო. აქ ჩამოსახლებულმა თავადმა ფაღავამ, მხარის ეკონომიკური ცხოვრების გასამაგრებლად ჩამოიყვანა ებრაელი სოვდაგრის ერთი ოჯახი. თავადმა ფაღავამ ებრაელის მიმართ საკმაოდ თვალსაჩინო შეღავათები გაავრცელა. ამ ოჯახს მალე რამდენიმე ახალი კომლიც მოჰყვა (დაახლოებით 80 ოჯახი). აშენდა ადგილზე მცირე სამლოცველო, გაიხსნა ებრაელთა სასაფლაოც. XX საუკუნის დასაწყისში აიგო მაღალი არქიტექტურული სამლოცველო ნაგებობა — სინაგოგა. ებრაელები მტკიცედ დაფუძდნენ ბანძაში.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ებრაელებმა დატოვეს ბანძა, დაემშვიდობნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მეზობლებს, მეგობრებს, სთხოვეს სინაგოგას და სასაფლაოს მოვლა და წავიდნენ თავიანთ აღთქმულ ქვეყანაში, ისრაელში.

სინაგოგა დღემდე ხელშეუხებლად დგას ბანძაში.

პარტნიორები