ცოტნეობა
              12-აგვისტო-2019
              ხობის მონასტერი
            
          
  ჭურია კოლხეთის ეროვნული პარკის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია. აქ შესაძლებელია წითელ წიგნში შესული, გადაშენების პირას მყოფი ფლორის ენდემური სახეობების აღმოჩენა. აქვე შეძლებთ ნავით გასეირნებას მდ. ჭურიაზე, რომელიც სამეგრელოს ამაზონს მოგაგონებთ. ჭურიაზე გადის გადამფრენ ფრინველთა მარშრუტიც, რომელიც ბერდვოჩერებს იზიდავს. ადგილზე შესაძლებელია კოტეჯებში დარჩენა ან იქვე კარვის გაშლა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.
