შესვლა

ან

რუხის ციხე

არქანჯელო ლამბერტი, ცნობილი მოგზაური გვიყვება, რომ მდინარე ენგურის პირას მდებარე სოფელი რუხი, ადრე, უძველესი ქალაქი ყოფილა. აქ სამეგრელოს თავადის, ლევან II დადიანის მიერ აგებული ციხის ნანგრევებია შემორჩენილი. სწორედ ამ ადგილებში დაიწყო ცნობილი მეგრელი რობინ ჰუდის- მაცი ხვიტიას ბრძოლა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ!

იშვიათი მებრძოლი, თავისუფლების ტრფიალი მაცი, დედოფალ გურანდუხტის სამსახურში ყოფნზე უარს ამბობს და მის რისხვას იმსახურებს... ღირსებაშელახული დედოფალი მაცის რჩულს, ეკას, სხვა ტყვეებთან ერთად გზავნის მონათა ბაზარზე... მაცი თავს ესხმის დედოფლის ამალას და ათავისუფლებს გასაყიდად განწირულ ადამიანებს, თუმცა მაცის და ეკას, მდევრების ტყვია თავისუფალი სვანეთის საზღვართან ეწევა!...

კემპინგის მოყვარულები რუხის ციხის მიდამოებში ხშირად იკრიბებიან, მამაცობის, სიყვარულისა და თავგანწირვის ამბავს ადგილობრივი მკვიდრებისაგან ისმენენ.

ღონისძიებები

14 - October 2020
ხაჭაპურის ფესტივალი
address რუხის ციხე

ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ერთდღიან გასტრონომიულ ღონისძიებას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის (DMO) და USAID/Zrda-ს ორგანიზებით, ასევე რეგიონული ხელისუფლების და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ყოველ შემოდგომაზე, ზუგდიდთან ახლოს მდებარე, სოფელ რუხში ტარდება. 

ფესტივალი იზიდავს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს გამორჩეული და საინტერესო გასტრონომიული ღონისძიების მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები და ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულები - დარგის ექსპერტები (აღიარებული მასტერ-შეფები, გასტრონომიის მოყვარულები და ა.შ.), რომლებიც ვიზიტორებისთვის უფასო მასტერ-კლასებს ატარებენ.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე კონკურსი სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადებაში (მეგრული, იმერული, აჭარული, აფხაზური, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური), რის შედეგადაც ჟიურის წევრების მიერ საქართველოს გასტრონომიულ ასოციაციასთნ ერთად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები. ღონისძიების მიზანია სამეგრელოსა და ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტის - ხაჭაპურის - პოპულარიზაცია.

arrow
arrow

პარტნიორები