შესვლა

ან

კულტურული მემკვიდრეობა

წალენჯიხა-ზუგდიდის გზაზე მდებარე X საუკუნის ისტორიული ძეგლი, ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა აღადგინა, შეამკო და იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შესწირა. მისი წინამძღვარი ყოფილა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, - ცნობილი ქართველი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც სამეგრელოს ევროპასთან დაახლოებასა და ვაჭრობის განვითარების საქმეში ეხმარებოდა. ეკლესიიდან ლამაზი ხედები იშლება კოლხეთის დაბლობზე და შავ ზღვაზე. კორცხელშივე არის დასაფლავებული სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი ნიკო დადიანი.

პარტნიორები