შესვლა

ან

ტურისტული მარშრუტები

აღწერა

მარშრუტის აღწერა
მარშრუტი შესაძლებლობას გაძლევთ იმოგზაუროთ მდინარე ინწრას ულამაზეს ხეობაში, მოინახულოთ ინწრას შთამბეჭდავი ჩანჩქერი და მღვიმე. ჩანჩქერი მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში. გადმოედინაება მდინარე ინწრას კანიონში. ჩანჩქერი და კანიონი ჩაფლულია ხავსებისა და ბზის კორომების წალკოტში, რომელიც მისტიურ გარემოს ქმნის.

ხანგრძლივობა: 4 საათი

სირთულე: საშუალო

სოფელ ჩქვალერიდან ჩანჩქერისაკენ მიმავალი სამანქანო გზა სულ რაღაც 1,6 კმ-ია, შემდეგ კი ტყეში შემავალი ბილიკით ადის ინწრას ჩანჩქერთან და მღვიმესთან. ტყეში შემავალი ბილიკი იწყება სატყეო გზით და რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ მიუყვება ციცაბო ფერდობს, რომელიც საკმაოდ რთული მონაკვეთია, თუმცა ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მისი გავლა. ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს ასევე ინწრას მღვიმე, რომელიც არანაკლებ საინტერესო სანახავია. მღვიმიდან მილით გამოყვანილია სასმელი წყალი, რომელიც მიუყვება ბილიკს მთელ სიგრძეზე, როგორც მღვიმემდე ისე ჩანჩქერამდე, რაც ერთგვარია მანიშნებელია ბუნებაში საორიენტაციოდ.

როგორ მოვხვდეთ ჩქვალერში:

იქიდან გამომდინარე, რომ ზუგდიდსა და ჩქვალერს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, გირჩევთ აიყვანოთ ტაქსი, რომელიც 40-50 ლარი დაგიჯდებათ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩახვიდეთ ე.წ. ,,მარშრუტკით" ჯვარამდე და იქიდან აიყვანოთ ტაქსი ჩქვალერამდე, რომელიც 20 ლარი დაგიჯდებათ. ყველაზე იაფად შეგიძლიათ გაყვეთ ე.წ. ,,მარშრუტკას" ჯვარამდე და შემდეგ გააგრძელოთ გზა ფეხით, მაგრამ არ გირჩევთ, რადგან გზა არის ვიწრო, დამღლელი და გორაკ-ბორცვიანი.

როგორ წამოვიდეთ ჩქვალერიდან:

არც ისე ადვილია. თუ ჩქვალერამდე ტაქსით მოხვედით, მაშინ თხოვეთ მძღოლს დაგელოდოთ. სხვა შემთხვევაში, თქვენ ფეხით უნდა ჩახვიდეთ ჯვარში და იქიდან შეეცადოთ ავტოსტოპით წამოსვლას. ასევე კარგი აზრია, თუ წინასწარ გექნებათ რამდენიმე ადგილობრივი ტაქსის მძღოლის ნომერი მოძიებული. 

გზის აღწერილობა

სოფლიდან ჩანჩქერისაკენ მიმავალი სამანქანო გზა სულ რაღაც 1,6 კმ-ია, შემდეგ კი ტყეში შემავალი ბილიკით ადის ინწირას ჩანჩქერთან და მღვიმესთან. ტყეში შემავალი ბილიკი იწყება სატყეო გზით და რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ მიუყვება ციცაბო ფერდობს, რომელიც საკმაოდ რთული მონაკვეთია, თუმცა ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მისი გავლა. ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს ასევე ინწირას მღვიმე, რომელიც არანაკლებ საინტერესო სანახავია. მღვიმიდან მილით გამოყვანილია სასმელი წყალი, რომელიც მიუყვება ბილიკს მთელ სიგრძეზე, როგორც მღვიმემდე ისე ჩანჩქერამდე, რაც ერთგვარია მანიშნებელია ბუნებაში საორიენტაციოდ.

მარშრუტის დეტალები

  • ხანგრძლივობა: 1 დღე
  • მანძილი: 7 კმ.
  • სირთულე: საშუალო
  • სეზონი: გაზაფხული
  • აღჭურვილობა: სპეციალურ აღჭურვილობის ქონას არ მოითხოვს

პარტნიორები