შესვლა

ან

ბუნება

ზესნახეს მღვიმე სოფელ თაიაში  მდებარეობს. მისი სიგრძე 1500 მეტრია, სიღრმე კი 300 მეტრი. სპელეოლოგების მიერ მიჩნეულია, როგორც ყველაზე სუფთა მღვიმე საქართველოში (მღვიმეში დასვრილი ფეხით ჩასვლა აკრძალულია. მღვიმე ზუსტად შეეფერება მის მეგრულ სახელწოდება ,,ზესნახეს“, რაც ქართულად ,,მზეთუნახავს“ ნიშნავს.

მღვიმესთან ახლოს მდებარეობს ოცინდალეს სამონასტრო კომპლექსი, რომელი XII საუკუნის ძეგლია და მისი მშენებლობა თამარ მეფის სახელს უკავშირდება. ოცინდალეს მთიდან საოცარი ხედი იშლება ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებზე. 

ზესნახეს მღვიმის ჩრდილოეთით იშლება ულამაზესი ხედი, საიდანაც შეძლებთ ტობავარჩხილის ტბის ბილიკებისა და ეგრისის ქედის ხილვას.

პარტნიორები