სახალხო დღესასწაული ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე იმართება. დღის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა აქტივობები: შეჯიბრება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ ცხენოსნობის სახეობებში - ისინდი, ცხენბურთი და მარულა, ეთნოგრაფიული კუთხეების გამოფენა, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივ შემოქმედთა ნახატების გამოფენა, საპატიო სენაკელების დაჯილდოების ცერემონიალი, გალა-კონცერტი და სხვა. დღესასწაული, რომელიც 2013 წელს, 26 წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა, ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება.
ეგრისობა
მსგავსი ღონისძიებები
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.
მარშრუტები
მარშრუტი ყვირას მთა-ქუაქანცალიამდე
22-December-2024
ქუაქანცალია
ტური: სამეგრელოს სიწმიდეები
22-December-2024
ზუგდიდის დადიანების სასახლე