შესვლა

ან

ტობავარჩხილის ტბა

ტობავარჩხილის ტბა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე მდებარეობს. ამ ქედზე ის ყველაზე დიდი ტბაა. ამ ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც ტბის შორი-ახლოს ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის. აქვე მდებარეობს შედარებით მცირე, სამი ტბა- დიდღლიშ ტობა, კალალიშ ტობა და წაქაწყარიშ ტობა.

ტობავარჩხილის ტბას სამეგრელოში წმინდა ტბას უწოდებენ, რადგან, საკმარისია ამ ტბის წყალში ხელი ჩაყო, რომ თავსხმა წვიმა და ჭექა-ქუხილი იწყება.

ამ ადგილებში მოხვედრა სამოთხეში მოგზაურობის მსგავსია. ულამაზესი ველური და ხელშეუხები ბუნება გოროზ მთებსაც კი სხვანაირს ხდის. აქ ბრწყინვალე ადგილებია კემპინგისა და ლაშქრობების მოყვარულთათვის.

პარტნიორები