შესვლა

ან

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალურია. ის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს. აქ მდებარეობს ჭარბტენიანი ეკოსისტემა.ამ ადგილას ნახავთ მხოლოდ ყვითელ ყაყაჩურასა და ზღვის შროშანს- წითელ წიგნში შესულ, გადაშენების პირას მყოფ ენდემურ სახეობებს. აქ, კოლხეთის ეროვნულ პარკში ბინადრობს  ფრინველთა 194 სახეობა. ასობით ვიზიტორს იზიდავს შემოდგომაზე გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება- ამ ადგილზე გადის ფრინველთა მიგრაციის მარშრუტი.

ამ ტერიტორიაზე მდებარეობს კაცობურის აღკვეთილი, სადაც იხილავთ კოლხური ტყის ნაშთებს. გაგაოცებთ აქ მობინადრე კოლხური ხოხობის სილამაზე.

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია ვიზიტორთათვის ღიაა. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ კომფორტულ კოტეჯებში, სეინერებითა და კატერებით გაისეირნოთ პალიასტომსა და ჭურიაზე, დაგეგმოთ სხვადასხვა ტურები.

პარტნიორები