შესვლა

ან

კულტურული მემკვიდრეობა

ჩხოროწყუში კუხალეიშვილების საგვარეულო ოდა XIX საუკუნეშია აგებული. მეგრული ორნამენტებით გამშვენებული, ტრადიციული სახლი ვიზიტორთა აღფრთოვანებას იწვევს. ასწლოვანი ხეების ჩრდილი, ულამაზესი ბუნება, წყლის წისქვილის სასიამოვნო ხმაური წარმოსახვას აღვიძებს. ...და ხედავ, როგორ იკვეთება ლაზი ხუროების ნალოლიავები კოლხური სახასიათო ჩუქურთმები, როგორ ირთვება ამ საოცრებით აივნის რიკულები, ქონგურები. მათ შემოქმედებამ დროს გაუძლო და დღემდე ხიბლავს მნახველს თავისი სიძველითა და სილამაზით.

პარტნიორები